კორონავირუსი
იმერეთში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

კორონავირუსისგან დღე-ღამის განმავლობაში 270 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში კორონავირუსის 5866 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 2324 გამოჯანმრთელდა 33 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 5637, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836, ხოლო კოვიდ სასტუმროში 800 პირია მოთავსებული.

უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია 42 ადამიანი.

Print