ახალი ამბები
ქუთაისის კოვიდკლინიკებს გამოჯანმრთელებული პაციენტები დღეს დატოვებენ
FaceBook
ქუთაისის კოვიდკლინიკებიდან დღეს გამოჯანმრთელებული და უსიმპტომო პაციენტები დატოვებს.
კლინიკა "ბომონდიდან" გაწერილი უსპიმტომო  15 პაციენტი მკურნალობას სახლში გააგრძელებს. 

კოვიდცენტრში მიმდინარეობს კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტების მიღებაც. სამედიცინო დაწესებულებაში გვიან ღამით მელოგინე შეიყვანეს, რომელსაც კოვიდ 19 დაუდასტურდა.

ამ დროისთვის მედიკოსები გამოჯანმრთელებაზე სტაციონარში მოთავსებული ერთ-ერთი ორსულის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან.
"ბომონდი"-ს კოვიდცენტრში ჯამში 77 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.

რაც შეეხება, ახალ ინფექციურ საავადმყოფოს დღეს ორი  გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა და კლინიკამ 8 კოვიდინფიცრებული მიიღო. 


ახალი პაციენტები ბათუმიდან და ქუთაისიდან არიან.


ქუთაისის ინფექციური კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში, ამ დროისთვის 55 კოვიდინფიცირებული გადის მკურნალობას, 103-მა ვირუსი დაამარცხა.


იმერეთში დღეს კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
Print