კორონავირუსი
324 ინფიცირებული 270 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
FaceBook
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

კორონავირუსისგან დღე-ღამის განმავლობაში 270 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში კორონავირუსის 5866 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 2324 გამოჯანმრთელდა 33 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 5637, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836, ხოლო კოვიდ სასტუმროში 800 პირია მოთავსებული.

უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ  გადმოყვანილია 42 ადამიანი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Print