კორონავირუსი
ქუთაისის ინფექციურ საავდმყოფოს 7 კოვიდინფიცირებული პაციენტი დაემატა
FaceBook
ქუთაისის  ახალ ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი დაემატა, ხოლო 4 გამოჯანმრთელდა.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განმარტებით, კლინიკაში 48 კოვიდდადებითი გადის მკურნალობას, მათგან ორი პაციენტი კრიტიკულად მძიმეა.

"შვიდი დადასტურებული პაციენტი მივიღეთ გამთენიისას, მათგან 6 სამეგრელოდანაა ერთი იმერეთის კლასტერია. ამ ეტაპზე, კლინიკაში გვყავს 48 პაციენტი, 16 ბავშვი და 32 მოზრდილი",-განაცხადა მაღლაფერიძემ.

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსისგან 101 პაციენტი განიკურნა, ხოლო ერთი გარდაიცვალა.

დღეს, საქართველოში 298 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. 


Print