კორონავირუსი
კორონავირუსისგან ქუთაისში ორსული პაციენტი განიკურნა
FaceBook
ქუთისში,კლინიკა ,,ბომონდის" კოვიდცენტრში, კორონავირუსისგან ორსული პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ორჯერ ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევამ ვირუსზე უარყოფითი პასუხი აჩვენა. 36 კვირის ორსული სამეგრელოდანაა და სამედიცინო დაწესებულებას  დღეს დატოვებს.

ამ დროისთვის კლინიკა ,,ბომონდში" კორონავირუსზე მკურნალობას  12 ორსული პაციენტი აგრძელებს.

ჯამში კი სამედიცინო დაწესებულებაში დასტურებული კოვიდ-19-ით 94 პაციენტია მოთავსებული.

კლინიკის ინფორმაციით, რამდენიმე მათგანს ორმხრივი პნევმონია აღენიშნება, ორი პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ხოლო ოთხი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა თანმდევი დაავადებების გათვალისწინებით, მძიმედ ფასდება. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების  294  ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში 5254 გახდა.

გამოჯანმრთელდა 87 პაციენტი და ვირუსისგან განკურნებულთა  საერთო რაოდენობა 1906-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 5674 ადამიანი,  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 836 პირი იმყოფება.

ქვეყანაში კორონავირუსით 28 ადამიანი გარდაიცვალა.

ირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ვირუსის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

Print