კორონავირუსი
საქართველოში კორონავირუსის 296 შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 296 შემთხვევა დაფიქსირდა.

სულ, ქვეყანაში ვირუსის  4960  შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1819 გამოჯანმრთელდა, 27 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 5584,  სტაციონარში მეთვალყურების ქვეშ 836, ხოლო კოვიდ სასტუმროში 781 პირი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ვირუსის აფეთქება  ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

Print