კორონავირუსი
დღეიდან, კოვიდდადებითი უსიპტომო პაციენტები მკურნალობას სახლში გაივლიან
FaceBook
კორონავირუსით ინფიცირებული უსიპტომო პაციენტები სახლში გაივლიან მკურნალობის კურსს.
ამის შესახებ იმერეთის გუბერანატორმა ზვიად შალამბერიძემ განმარტა. 

"ჩვენ გადავდივართ ბინაზე მართვაზე, ისეთ პაციენტებზე, რომლებსაც არ ექნებათ სიპტომები,'' - განმარტავს გუბერნატორი.


იმერეთში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებულთა უმეტესობა ''ოქროს ბირჟის კლასტერია.


იმერეთის რეგიონში 1768 ადამიანი შემოწმდა კორონავირუსზე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Print