ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთში 1 768  ბიოლოგიურ ნიმუშიდან 27 ადამიანს დაუდასტურდა კოვიდადებითი.

იმერეთის გუბერნატორის  ზვიად შალამბერიძის განმარტებით, ინფიცირებული პაციენტების კონტაქტების ნაწილი  დადგენილია, ნაწილის შესწავლა კი დღეს მოხდება. 

"ძირითადად  არის ოქროს ბირჟის კლასტერი. თუმცა არის ახალი შემთხვევები, რომლებსაც დღის განმავლობაში შევისწავლით", - ამბობს გუბერნატორი. 

დღეის მონაცემებით, იმერეთის კოვიდკლინიკებში სულ 301 ადამიანი მკურნალობს ახალ კორონავირუსზე, ხოლო კარანტინში რეგიონის მასშტაბით  77 ადამიანი იმყოფება.  


საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4664-ს შეადგენს.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Print