ახალი ამბები
ქუთაისში სამშობიარო სახლის კოვიდკლინიკად გადაკეთებას ექიმები აპროტესტებენ
FaceBook
ქუთაისში მესამე სამშობიარო სახლის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სამშობიაროს კოვიდკლინკილად გადაკეთებას აპროტესტებენ.

მათი თქმით, გუშინ ხელმძღვანელმა უთხრა, რომ სამშობიარო განყოფილება დროებით დაიხურება და მშობიარეებს აღარ მიიღებენ. მედიკოსების თქმით, ისინი სამსახურის გარეშე რჩებიან და მათი პაციენტები სხვა კლინიკაში გადავლენ.

თანამშრომლებმა ხელმოწერა შეადგინეს ადმინისტრაციის სახელზე და მოითხოვენ გამოყონ ფართი, სადაც შეეძლებთ პაციენტების მიიღონ. თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილფდება, აპირებენ აქციები გააგრძელონ.

სამშობიაროს წარმომადგენლის თქმით, კლინიკა კოვოდცენტრად რამდენიმე თვით გადაკეთდება, ამ დროის განმავლობაში კოვიდინფიცირებულ პაციენტებს და თანამშრომლების ნაწილს შესთავაზეს, რომ ამ პირობებში ემუშავათ, რაზეც უარი მიიღეს.

დარეჯან შავიშვილის თქმით, კლინიკის კოვიდცენტრად გადაკეთება სახელმწიფოს გადაწყვეტილებაა და ექიმების პროტესტი უსაფუძვლოა.
Print