ახალი ამბები
უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება
FaceBook
უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

"რაც შეეხება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს. დისტანციური სწავლება შენარჩუნდება თბილისში, რუსთავში ქუთაისსა და ზუგდიდში. ყველა საფეხურზე დისტანციური იქნება სწავლება აჭარაში. ადაპტაციის პროცესიდან გამომდინარე, უმაღლეს სასწავლებელსა და პროფესიულ სასწავლებლებში არადისტანციურად სწავლების განახლების შესახებ უახლოეს მომავალში გაცნობებთ."

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო სასწავლო პროცესის დაწყების დრო და ფორმატი უმაღლეს სასწავლებლებში 15 სექტემბრამდე შეიცვალა. 

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილი 14 სექტემბრის ნაცვლად, სტუდენტებმა სწავლა 21 სექტმბრიდან, ონლაინ ფორმატში განაახლეს. 

ქუთაისის უნივერსიტეტში დაგეგმილი 28 სექტემბრის ნაცვლად, ახალი სასწავლო პროცესის დაწყებას 1 ოქტომბრიდან, აუდიტორიებში
აპირებდნენ.

ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტში კი, სადაც წელს პირველად მიიღეს 246 სტუდენტი, საწავლას  5 ოქტომბრიდან უნდა დაეწყოთ.



Print