ახალი ამბები
1-ლი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში სწავლა დაიწყება
FaceBook
თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ლი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში სწავლა მხოლოდ 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის აღდგება.

ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

"1-ლი ოქტომბრიდან 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით საკლასო ოთახებში გააგრძელებენ მოსწავლეები სწავლას. ეს ეხება თბილისს, ქუთაისს, რუსთავს და ზუგდიდს. რაც შეეხება ფოთსა და გორს, ამ ოთხი ქალაქისგან განსხვავებით ფიზიკურად სწავლა გაგრძელდება ყველა კლასში.

სადაც დისტანციირად დაწყებულია სწავლა და 1-ლი ოქტომრბიდან უნდა გაგრძელდეს საკლასო ოთახებში, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა თავად აირჩიონ სწავლების სასურველი ფორმა".

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ყველა კლასის მოსწავლეები, გარდა აჭარის რეგიონისა, 1-ლი ოქტომბრიდან დაუბრუნდებიან სასწავლო პროცესს სკოლებში სპეციალურად მათთვის განკუთვნილ რესურს ოთახში.

ქუთაისში სასწავლო პროცესის განახლება მას შემდეგ გადაიდო, რაც კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა და 10 სექტემბერს #32 -ე საჯარო სკოლაში ვირუსი ერთდროულად 21 პედაგოგს დაუდასტურდა.


Print