კორონავირუსი
იმერეთში კორონავირუსის 22 ახლი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში, იმერეთში ახალი კორონავირუსი კიდევ 22 პირს დაუდასტურდა. აქედან 11-ის დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ეპიდემიოლოგები კონტაქტების დასადგენად მუშაობენ.

"1303 ანალიზი გაკეთდა იმერეთის მასშტაბით. აქედან 22 არის დადებითი შემთხვევა. კონტაქტების მოძიება 11  მათგანზე მიმდინარეობს და როგორც წესი, დღის ბოლოს შესაძლოა ვიცოდეთ მათი დაინფიცირების წყაროც. დანარჩენები არსებული შემთხვევების კონტაქტებია, რამდენიმე ოქროს ბირჟის კლასტერს უკავშირდება."

რაც შეეხება კლინიკებში არსებულ მდგომარეობას, ქუთაისში კორონავირუსზე 300 პაციენტი მკურნალობს, აქედან 160 ქუთაისის შემთხვევებია. 

ქუთაისის კოვიდ საკარანტინე სივრცეში კი 24 ადამიანია გადაყვანილი. 

კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით, იმერეთის რეგიონი საქართველოში მესამე ადგილზეა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 259-ით გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 62.

ჯამში, ქვეყნის მასშტაბით ვირუსი 4399 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა კი 1705 შეადგინა.

ახალი შემთხვევებიდან 164 აჭარას უკავშირდება, თბილისში - 34, იმერეთში 22, სამეგრელო-ზემო სვანეთი 15, გორში, მარნეულსა და მცხეთაში კი 1,ადამინი დაინფიცირდა. საზღვარგარეთიდან იმპორტირებულია 5 შემთხვევა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Print