ახალი ამბები
იმერეთი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით საქართველოში მესამე ადგილზეა
FaceBook
ბოლო რამდენიმე დღეა იმერეთში კორონავირუსის ათეულობით შემთხვევა ფიქსირდება.

ვირუსის გავრცელების მასშტაბით, რეგიონი საქართველოში მესამე ადგილზეა. გასული დღე-ღამის განმავლობაში იმერეთში ვირუსის 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 15 ქუთაისშია, 3 - წყალტუბოში, 2 - ბაღდათში, ხოლო თერჯოლასა და საჩხერეში თითო პაციენტი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 259-ით გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 62.
ჯამში, ქვეყნის მასშტაბით ვირუსი 4399 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა კი 1705 შეადგინა.

ახალი შემთხვევებიდან 164 აჭარას უკავშირდება, თბილისში - 34, იმერეთში 22, სამეგრელო-ზემო სვანეთი 15, გორში, მარნეულსა და მცხეთაში კი 1,ადამინი დაინფიცირდა. საზღვარგარეთიდან იმპორტირებულია 5 შემთხვევა.



ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.





Print