კორონავირუსი
ქუთაისში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა
FaceBook
ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 14-ით გაიზარდა.

ჯამში იმერეთში კოვიდ 19-ზე 288 ადამიანი მკურნალობს. ინფიცირენულები ძირითადად ე.წ. "ოქროს ბირჟის"კლასტერთან კონტაქტში მყოფი პირები არიან.

იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე 1324 ტესტი გაკეთდა.


დღეს, საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4140 -ს შეადგენს. 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.




Print