კორონავირუსი
ქუთაისში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
ბოლო 24 საათში ქუთაისში ახალი კორონავირუსი 26 ადამიანს დაუდგინდა.

ინფიცირებულები უკვე ცნობილ კლასტერებთან კონტაქტში მყოფი პირები არიან. კონკრეტულად, ინფიცირების შემთხვევები უკავშირდება ოქროს ბირჟას, ერთ-ერთ მაღაზიას და საირმეში მყოფ რამდენიმე დამსვენებელს. გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე სულ 832 ტესტი აიღეს.


დღეს ერთი პაციენტი გარდაიცვალა კლინიკა ბომონდში. გარდაცვლილი 80 წლამდე ასაკის ქალბატონია, რომელსაც რამდენიმე თანმხლები დაავადება ჰქონდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Print