კორონავირუსი
კლინიკა ''ბომონდში'' კორონავირუსით მეორე პაციენტი გარდაიცვალა
FaceBook
ქუთაისში კლინიკა ''ბომონდში'' კორონავირუსით 21-ე პაციენტი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 80 წლის ქალბატონია და ის ბათუმიდან იყო.პაციენტს აღენიშნებოდა რამდენიმე თანმდევი დაავადება: ინსულტი, დიაბეტი, გულის იშემიური დაავადება, ორმხრივი პნევმონია.

გარდაცვლილი კლინიკაში რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს.

"ბომონდში" კოვიდინფიცირებულის  გარდაცვალების მეორე შემთხვევაა.

პირველი პაციენტი გუშინ გარდაიცვალა. ის ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო.

ბომონდის კოვიდცენტრში ამ დროისათვის 83 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. მათ შორის 15 ბავშვი, 8 ორსული და 1 მელოგინეა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მძიმედ ფასდება აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატიდან გადმოყვანილი ხანდაზმული ქალბატონის მდგომარეობა.




Print