კორონავირუსი
ქუთაისში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა
FaceBook
ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" ახალი კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

გარდაცვლილი 60 წლის ქალბატონია. იგი აფხაზეთიდან იყო და კრიტიკულ პაციენტებში ითვლებოდა.

საქართველოში კორონავირუსით  სულ 20 ადამიანი გარდაიცვალა.

24 საათის განმავლობაში ქუთაისში კოვიდინფექციის 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Print