კორონავირუსი
ქუთაისში, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის კიდევ 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
FaceBook
ქუთაისში,  ოქროს ბირჟის კლასტერი გაზარდა, სადაც 18 სექტემბერს 5 თანამშრომელს კოვიდინფექცია დაუდასტურდა.

აღნიშნული კლატერიდან კიდევ 5  თანამშრომელი შეიყვანეს კლინიკა "ბომონდში".

კლინიკაში განმარტავენ, რომ  კრიტიკულად მძიმე 1 პაციენტი ჰყავთ, ხოლო 4 პაციენტს გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებულ ტესტს დღეს გაუკეთებენ.

მათივე განმარტებით, მსუბუქი სიმპტომის მქონე პაციენტები კარანტინში გადავა.

18 სექტემბერს, სავაჭრო ცენტრში მომუშავე 5 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

კლინიკის სტაციონარში დადასტურებული კოვიდ 19-ით 79 პაციენტი მკურნალობს, 14 ბავშვი, 4 ორსული და ორი ორსული პაციენტია.

ქუთაისში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვავა გამოვლინდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Print