კორონავირუსი
ქუთაისში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა
FaceBook
ქუთაისში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გამოვლენილ პაციენტთა უმრავლესობა კვლავ 32-ე საჯარო სკოლის კლასტერს უკავშირდება, სადაც ვირუსი ერთდროულად 21 პედაგოგს დაუდგინდა.

საერთო ჯამში, ქუთაისის საავადმყოფოებში  კოვიდინფექციაზე 60 პაციენტი მკურნალობს. 


საქართველოში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 196 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა კი 13-ით მოიმატა.

სულ ქვეყანაში კორონავირუსის 3502 შემტხვევაა დადასტურებული, აქედან 1494 გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 5014 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 პირი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.



Print