კორონავირუსი
ჭიათურაში კორონავირუსი ერთ ადამიანს დაუდასტურდა
FaceBook

ჭიათურაში 15 წლის მოზარდს კოვიდინფექცია დაუდასტურდა.


ინფიცირებულმა ჭიათურის საავადმყოფო "ჯეოჰოსპოტალს" 15 სექტემბერს მიმართა.

კლინიკის ხელმძღვანელის დავით ბიწაძის თქმით, მოზარდი ბათუმში იმყოფებოდა და ვირუსი მის შემთხვევაში მსუბუქი ფორმითაა.

"ჯეოჰოსპიტალსის" კლინიკაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა.  პერსონალს და კლინიკაში მყოფ პირებს კი კორონავირუსზე გამოიკვლევენ.

 

Print