ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრი ახალ სეზონს ღია სივრცეში გახსნის
FaceBook
ლადო მესხიშვილის თეატრის ეზოში დაწყებული „მწვანე თეატრის“  იგივე ღია სივრცის  კონსტრუქციის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.



თეატრის წარმომადგენლების გადაწყვეტილებით ახალ 160-ე, საიუბილეო სეზონს 10 ოქტომბერს, სწორედ ამ სივრცეში გახსნიან. 

„მწვანე თეატრის“ სცენაზე გაიმართება პრემიერაც რეჟისორ კოტე აბაშიძის მონოსპექტაკლი  „თქვენო უდიდებულესობავ“  (ნუგზარ ლორთქიფანძის პიესის მიხედვით).



პრემიერის გარდა 10 ოქტომბერს სხვა ღონისძივბებსაც დაეთმობა ეს სივრცე. მოეწყობა საქართველოს თეატრალური საზოგადოების მიერ თეატრალური მოღვაწეების დაჯილდოების ცერემონიალი.

სეზონის გახსნას დაესწრებიან მესხიშვილის თეატრის მეგობარი ქვეყნების თეატრების წარმომადგენლები. სტუმრებს მიიღებენ ლიეტუვადან. ასევე გერმანიიდან. კერძოდ, ევროპული თეატრების ასოციაციის ხელმძღვანელობას.

სტუმართა შორის ელოდებიან მთავრობის წევრებსაც.

პანდემიის გამო თეატრმა მუშაობა 2 მარტს შეწყვიტა.

Print