კორონავირუსი
ქუთაისში "ენერგო-პროს" თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ
FaceBook
ქუთაისში, "ენერგო-პროს ჯორჯიას"  ქუთაისის სერვისცენტრის ორ თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

სერვისცენტრის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა პისიარ კვლევა და მათ პასუხს ელოდებიან.

''ოფისი ამ დროისთვის გადასულია დისტანციურ მართვაზე, ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები", -  განმარტავენ ენერგო-პრო ჯორჯიაში. 

ჯერ-ჯერობით უცნობია დაინფცირების წყარო, თუმცა,  სერვის ცენტრი და 32- ე საჯარო სკოლა ერთ უბანში მდებარეობს. შესაბამისად, შესაძლოა 32- ე სკოლის კლასტერი იყოს. 


ბოლო 24 საათში, ქალაქში ვირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან ყველა ინფიცირებული პედაგოგების კონტაქტებია.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქუთაისის ლაბორატორიაში 1400-მდე ტესტი გაკეთდა. ჯამში, მეორე ტალღის დაწყებიდან ამ დრომდე, იმერეთის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 100-მდე შემთხვევაა დადასტურებული.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Print