ახალი ამბები
ქუთაისში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
ქუთაისის ე.წ. #32-ე სკოლის პედაგოგების კლასტერი კვლავ იზრდება.

ბოლო 24 საათში, ქალაქში ვირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან ყველა ინფიცირებული პედაგოგების კონტაქტებია. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქუთაისის ლაბორატორიაში 1400-მდე ტესტი გაკეთდა. ჯამში, მეორე ტალღის დაწყებიდან ამ დრომდე, იმერეთის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 100-მდე შემთხვევაა დადასტურებული. 

ამ ეტაპზე კორონავირუსზე იმერეთის მასშტაბთ 150-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს. აქედან 85 საჩხერის კლინიკაშია მოთავსებული, დანარჩენი კი ქუთაისში.

დღეიდან ქუთაისის ცენტრში აღარ იმუშავებს საველე ლაბორატორია. კარავში უფასო ტესტები ოთხი დღის განმავლობაში კეთდებოდა.  კარავში  1000-დე მოქალაქის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. 

საქართველოს მასშტაბით  ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 196 შემთხვევა დაფიქსირდა.
გამოჯანმრთელდა  31.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა



Print