კორონავირუსი
საქართველოში კორონავირუსის ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
FaceBook
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 196 შემთხვევა დაფიქსირდა.

გამოჯანმრთელთა რიცხვმა კი  31-ით მოიმატა და 1385 გახდა.


ქვეყანაში ამ დროისთის  ინფიცირებულთა რაოდენობა 2758-ს შეადგენს.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია.

კარანტინის რეჟიმშია 6633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836.

ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა

Print