ახალი ამბები
ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 14-ით გაიზარდა
FaceBook
ბოლო 24 საათში ქუთაისში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ყველა მათგანი ე.წ. 32-ე საჯარო სკოლის კლასტერს უკავშირდება. რაც შეეხება ქალქის ცენტრში არსებულ საველე ლაბორატორიას, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კარვიდან აღებული 895 ნიმუშიდან არც ერთი დადებითი არ არის.

არ გაზრდილა
24-ე საჯარო სკოლის კლასტერი, სადაც ვირუსი სკოლის დირექტორს, ბუღალტერსა და საქმეთა მმართველს დაუდასტურდა. ვირუსზე უარყოფითი შედეგები მიიღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა და შვიდმა პროფესორ-მასწავლებელმა.

24-ე საჯარო სკოლის საქმეთა მმართველმა, რომელიც ამავდროულად უნივერსიტეტის მაგისტრია, 12 სექტემბერს უნივერსიტეტში დიპლომის დაცვის გამოცდა ჩააბარა. მას შემდეგ, რაც მას ვირუსი დაუდასტურდა, ტესტი გაიკეთა და თვითიზოლაციაში გადავიდა ყველა ის პირი, ვინც გამოცდას ესწრებოდა.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა
Print