ახალი ამბები
კორონავირუსთან დაკავშირებული ორი ცვლილება, რომელიც დღეს შევიდა ძალაში
FaceBook
საქართველოში დღეიდან  ორი ცვლილება ამოქმედდება.

ერთი ცვლილება კარანტინის ვადის შემცირებას ეხება და ის 12 დღის ნაცვლად დღეიდან 8 დღემდე შემცირდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

მორიგი ცვლილება, რომელიც ისევ კოვიდინფექციას უკავშირდება  ტურისტებს ეხება. 

იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველომ საზღვარი უპირობოდ გაუხსნა, ქვეყანაში შემოსასვლელად პისიარ ტესტის პასუხი დასჭირდებათ. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე რამდენიმე დღის წინ მიიღო. კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა დღეიდან საზღვრის კვეთისას ბოლო 72 საათში გაკეთებული პისიარ  ტესტი უნდა წარმოადგინონ.

საქართველო ევროკავშირის წევრ 5 ქვეყანას საზღვარი გაუხსნა. 

"ჩვენ ვაკვირდებით ყველაფერს. დღეისათვის იმ ქვეყნებიდან, ვინც საქართველოს უპირობოდ გაუხსნა საზღვარი, უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო ასევე უპირობოდ ხსნის საზღვარს გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვასა და ესტონეთისთვის. ამ ქვეყნების მოქალაქეებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტი საქართველოში, პირდაპირი საჰაერო ავიამიმოსვლის გზით.

თითოეულმა მგზავრმა უნდა შეავსოს სპეციალური ანკეტა და უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის შესახებ. თუკი აეროპორტში მათ თერმოსკრინინგის შედეგად დაუფქსირდათ 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურა, ჩაუტარდებათ პისიარ ტესტი", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
Print