ახალი ამბები
იმერეთში COVID-19-ის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 14 ქუთაისში და ორი სხვა რეგიონის შემთხვევაა.


დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის განცხადებით, ქუთაისში დაფიქსირებული 14 შემთხვევიდან 13 ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის კლასტერს უკავშირდება.

ქუთაისის ცენტრალურ ბაღში, სავალე ლაბორატორიაში შემოწმებულ გუშინდელ ნიმუშებში კი ვირუსი არ დადასტურდა.

"1082 ტესტის ნიმუში შემოწმდა გუშინ იმერეთში და აქედან მხოლოდ 16 დადასტურდა. გუშინდელი შემთხვევებიდან კარავში არცერთი არ დადასტურდა".

დღეს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 152-ით გაიზარდა და 2227 გახდა.

ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


ავტორი: ანა ჯიქია
Print