კორონავირუსი
საქართველოში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
FaceBook
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი 158 ახალი შემთხვევა დაფიქსიდა.

ინფიცირებულთა რაოდენობა  2075 გახდა, აქედან გამოჯანმრთელებულია 1363 ადამიანი.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფიცირებულთა უმეტესი ნაწილი აჭარიდანაა.

'' ახალი შემთხვევებიდან 87 არის აჭარიდან , 28 –  სამეგრელო, 19 – იმერეთი, 6 -გურია და 18 - თბილისი''.

მისივე განმარტებით, ბათუმსა და ცაგერში ვირუსი თითქმის ლოკალიზებულია.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზით 19 ადამიანი გარდიცვალა.
Print