ახალი ამბები
ქუთაისში კორონავირუსზე უფასო ტესტირება 300-ზე მეტმა ადამიანმა ჩაიტარა
FaceBook
ქუთაისში, საველე ლაბორატორიაში, სადაც უფასო პისიარ ტესტირება ტარდება, დილიდან რიგებია.

მოქალაქეები კორონავირუსზე ანალიზის აღებას ითხოვენ. კარავთან დილიდან იმყოფება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე. მისი თქმით, მართალია, ტესტირება უფასოა, მაგრამ თუ გამოკვლევის მსურველებს არ ჰქონდათ კონტაქტი რომელიმე ცნობილ კლასტერთან, ტესტის ჩატარება საჭირო არ არის.

"მიმართვიანობა საკმაოდ მაღალია. მთავარია ადამიანებმა სწორად განსზღვრონ კვლევის საჭიროება, რადგან არ არის აუცილებელი ნებისმიერი ადამიანი იყოს ტესტირებული, ვისაც ამის საჭიროება არ აქვს. ძირითადად,
ის უსიმპტომო პაციენტები გვაინტერესებს, ვისაც ჰქონდა კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევებთან, ან იმოგზაურეს, მაგალითად ინფიცირებულ პედაგოგებთან ერთად აჭარის რეგიონში, ასევე, ის ადამიანები, რომლებმაც აჭარაში იმოგზაურეს და ჰქონდათ ურთიერთობა ცნობილ კლასტერებთან - ეს არის "დონას" და "ოაზისის" კლასტერი, ან იმყოფებოდნენ თბილისში რესტორან "მრავალჟამიერში".

ჩვენ აქ მოსულ ყველა ადამიანს ვეკითხებით მათი კონტაქტების შესახებ. თუ მათ არ აქვთ კავშირი ცნობილ კლასტერებთან, რა თქმა უნდა რესუსრის არამიზნობრივად გამოყენება არ არის სწორი", - განაცხადა გოჩა გიორგიძემ.

ქუთაისის ცენტრში საველე კარავი, სადაც კორონავირუსზე უფასო ტესტირება ტარდება, გუშინ დაიდგა. გამოკვლევა უკვე 300-ზე მეტმა ადამიანმა ჩაიტარა.

დღეს, საქართველოში კორონავირუსის  რეკორდული მაჩვენებლი 158 დადასტურებლი შემთხვევა დაფიქსირდა.
Print