კორონავირუსი
არჩევნების თარიღის შეცვლა არ იგეგმება - გიორგი გახარია
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, არჩევნების თარიღის შეცვლა არ იგეგმება.

როგორც გახარიამ განაცხადა, დღის წესრიგში არ დგას ასევე დაწესება ისეთი შეზღუდვების, რომელსაც ქვეყანის ეკონომიკაზე ექნება გავლენა.

"არჩევნების თარიღის შეცვლა ან რაიმე სახით საარჩევნო პროცესში ცვლილებები, დღის წესრიგში კატეგორიულად არ დგას, ისივე როგორც არანაირი შეზღუდვები, რომელსაც პირდაპირი ეკონომიკური ზეგავლენა ექნება",- განაცხადა გახარიამ.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. 

დღეს, საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

რის გამო,  1 ოქტომბრამდე 6 დიდ ქალაქში სწავლის დაწყება 1 ოქტომბრამდე გადაიდო.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 20-ით გაიზარდა და 1354-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390 პირი.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Print