ახალი ამბები
მომატებული კოვიდინფექციის შემთხვევების გამო, ქუთაისის ჩაკეტვა არ იგეგმება
FaceBook
იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის განმარტებით, ამ ეტაპზე ქუთაისის ჩაკეტვა არ იგეგმება.
მისი თქმით, ამდროისთვის პრიორიტეტი სკოლის პედაგგების პისიარ ტესტირებაა, რომელიც დღეს დაიწყო.

ქუთაისში, კოვიდინფექცია 32- ეს საჯარო სკოლის 21 თანამშრომელს დაუდასტურდა. ასევე, კოვიდდადებითი აღმოაჩნდა ქუთაისში, ინტერვენციულ მედიცინის ცენტრის ექიმს. სამედიცინო დაწესბულებაში  უკვე კარანტინი გამოაცხადეს.

ქუთაისში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 28 შემთხვევა გამოვლინდა.

დღეს, საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1917 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის გვერდზე განახლდა.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 20-ით გაიზარდა და 1354-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390 პირი.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Print