კორონავირუსი
ქუთაისის ინტერვენციულ მედიცინის ცენტრში კარანტინი გამოცხადდა
FaceBook
ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციულ მედინის კარანტინი გამოცხადდა.
საავადმყოფოში ამ დროისთვის დაკეტილია B ბლოკი  ანუ გადაუდებელი დახმარების ცენტრი. 

ინტერვენციულ მედიცინის ცენტრში კარანტინი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ერთ-ერთ ექიმის კორონავირუსი დაუდასტურდა. ის თბილისში სადღესასწაულო სუფრაზე 5 სექტემბერს იმყოფებოდა.

ინფიცირებული ექიმი თვითიზოლაციაში იმყოფება.

საავამდყოფოში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ინფიცირებულის კონტაქტების კვლევა. ინფიცირებულს 16 ახლო კონტაქტი , ხოლო ირიბი 100-ზე მეტი ჰყავს.

"კოვიდისგან გამოწვეული ეპიდსიტუაციის გამო, სხვადასხვა განყოფილებებს შორის მკაცრადაა დაცული ზონირება, პაციენტების ნაკადებისა და სამედიცინო პერსონალის ერთმანეთთან შემხებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი. ექიმს შემხებლობა არ ჰქონდა ჰოსპიტლის B ბლოკთან, სადაც ნეონატალური და სამეანო განყოფილებებია განთავსებული,"-აცხადებენ კლინიკაში.


რაც შეეხება, პაციენტებს, რომლებიც ამდროისთვის კლინიკაში მკურნალობენ, კლინიკის დირექტორი ანჟელა ორჯონიკიძე  ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, ისინი მას შემდეგ გაეწერებიან, რაც ექიმებზე ჩატარებული პისიარ ტესტის შედეგები იქნება ცნობილი. 

"ახალი პაციენტების მიღებსაზეც ამ ტესტის პასუხებამდე თავს შევიკავებთ",  - ამბობს ანჟელა ორჯონიკიძე.  


დასავლეთ საქართველოს ინტერვენციულ ცენტრში 800-მდე თანამშრომელი მუშაობს.

ქუთაისში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 28 შემთხვევა გამოვლინდა.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გუშინ დაიდგა საველე ლაბორატორია, იმ პირებს, რომლებსაც უკვე დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი ჰქონდათ, ან ფიქრობენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ შეუძლიათ მიმართონ ლაბორატორიას. პისიარ კვლევა უფასოა.

Print