ახალი ამბები
ქუთაისში კორონავირუსზე პედაგოგების შემოწმება დაიწყო
FaceBook
ქუთაისში მასწავლებლებს PSR ტესტირება დღეიდან დაიწყო.

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ვირუსზე ტესტირება იმ პედაგოგებს უტარდებათ, რომლებიც უახლოესი დღეების განმავლობაში ბათუმში ან ქობულეთში იმყოფებოდნენ. ან 32-ე სკოლის კლასტერთან სავარაუდო შემხებლობა ჰონდათ.

"დღეს დავიწყეთ მასწავლებლების ტესტირება. ეს არიან ისინი, რომლებიც 32- სკოლის მასწავლებელებთან შესაძლო შემხებლობაში იყვნენ. ასევე ტესტირება უტარდებათ იმათაც, რომლებიც ბოლო პერიოდში ქობულეთში ან ბათუმში იმყოფებოდნენ. სწავლის დაყებამდე ყველა ამ პედაგოგის ვირუსზე შემოწმება მოხდება."

ქუთაისში კორონავირუსით 23 პედაგოგია ინფიცირებული. ისინი 32-ე სკოლაში მუშაობენ. ინფიცირებულია ამავე სასწავლებლის კიდევ ერთი თანამშრომელი.


საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1917 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის გვერდზე განახლდა.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 20-ით გაიზარდა და 1354-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390 პირი.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ავტორი: ანა ჯიქია
Print