ახალი ამბები
საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე კარანტინი გამოცხადდა
FaceBook
საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე კარანტინი გამოცხადდა.

ადგილზე კარანტინის საჭიროება მას შემდეგ გახდა, რაც ბაზის ტრენერს კორონავირუსი დაუდასტურდა. ტრენერი, რომლის ინფიცირება რუსთავის კლასტერს უკავშირდება, მკურნალობის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის.

კარანტინში რჩება ის 14 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც უშუალო შეხება ჰქონდათ ინფიცირებულ ტრენერთან.

რაც შეეხება საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე მყოფ პირებს, მათ ტესტირება უკვე გაიარეს, თუმცა კორონავირუსი არც ერთ მათგანს დაუდასტურდა.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით გვიან ღამით სამი პაციენტი შეიყავნეს. ამ დროისთვის კლინიკაში 18 პაციენტია მოთავსებული. საჩხერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ლალი ტაბატაძის ინფორმაციით, პაციენტების უმეტესება დასავლეთ საქართველოდან არის.

სამედიცინო ცენტრში მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგონარეობა დამაკმაყოფილებელია
Print