ახალი ამბები
COVID-19-ით ქუთაისში ,,ვენდისის" თანამშრომელი დაინფიცირდა
FaceBook
ქუთაისში, სარესტორნო ქსელ "ვენდისში" კორონავირუსი ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა.


დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებულს ტესტირეა გუშინ ჩაუტარდა.

ამ დროისთვის ობიექტი დაკეტილია. სხვა თანამშრომლები თვითიზოლაციაში არიან.

არსებული ინფორმაციით, "ვენდისის" თანამშრომლის დაინფიცირება ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის კლასტერს უკავშირდება.

საგანმანათლებლო დაწესებულებაში კორონავირუსი 22 თანამშრომელს დაუდასტურდა. ვირუსის სიმპტომებით ერთმა მათგანმა კლინიკას საკუთარი სურვილით რამდენიმე დღის წინ მიმართა.

დანარჩენი 21-ის ტესტის პასუხები დღეს გახდა ცნობილი. ყველა მათგანს ვირუსი უსიმპტომოდ აღმოაჩნდა.
Print