ახალი ამბები
ქუთაისში 21 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა
FaceBook
ქუთაისის 32-ე სკოლაში  კორონავირუსი 21 მასწავლებელს  დაუდასტურდა.

ვირუსზე პირველი ტესტირება მათ დღეს ჩაუტარდათ. სკოლის დირექტორის მოადგილის ნათია ხაზარაძის ინფორმაციით, ყველა ინფიცირებული პედაგოგია. 

,,გვყავს 21 ინფიცირებული მასწავლებელი. მათ არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდათ.  ეტაპობრივად გადაჰყავთ სამკურნალოდ".

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში კორონავირუსი პირველად ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდგინდა. იგი ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მან სამედიცინო დაწესებულებას თავად მიმართა. კორონავირუსი დაუდასტურდა ინფიცირებული თანამშრომლის ოჯახის წევრებსაც.

ვირუსის გამო, საგანმანათლებლო დაწესებულებაში  სასწავლო პროცესი ორი კვირის დაგვიანებით, 1 ოქტომბერს დაიწყება.


Print