ახალი ამბები
ვირუსით ინფიცირების შემთხვევის გამო, ქუთაისის 32-ე სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდო
FaceBook
ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში ერთი თანამშრომელია ინფიცირებული.

მომხდარის გამო, საგანმანათლებლო დაწესებულებაში  სასწავლო პროცესი დაგვიანებით, 1 ოქტომბერს დაიწყება.

სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულებაში PSR ტესტირება  თანამშრომლებს უკვე ჩაუტარდათ.

,,დღეს, დღის ბოლოსთვის იქნება პირველადი ტესტირების პასუხები. 20 სექტემბრისთვის განმეორებითი ტესტირების შედგები გვეცოდინება. სასწავლო პროცესი ამ ეტაპზე გადადებულია პირველი ოქტომბრისთვის", - ამბობს 32-ე საჯარო სკლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნათია ხაზარაძე.

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის თანამშრომელი კორონავირუსით ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მან სამედიცინო დაწესებულებას თავად მიმართა. კორონავირუსი დაუდასტურდა ინფიცირებული თანამშრომლის ოჯახის წევრებსაც.


ავტორი: ანა ჯიქია
Print