კორონავირუსი
57 ინფიცირებული, 9 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
FaceBook
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა  დადასტურდა.  გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 9-ით გაიზარდა.
კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა ბოლო რამდენიმეა დღეა, გასულ თვეებთან შედარებით გაიზარდა.

ქვეყანაში სულ კორონავირუსის დადასტურებული 1830 შემთხვევაა, აქედან 1334 გამოჯანმრთელდა, 19 პაციენტი კი კორონავირუსის დიაგნოზით გარდაიცვალა.


კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390 პირი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Print