კორონავირუსი
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა
FaceBook
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა.
სამედიცინო დაწესებულებაში 2 პაციენტი აჭარიდან გვიან ღამით შეიყვანეს, ერთი კი ქუთაისიდანაა, რომელიც კლინიკაში დღეს დილით შეიყვანეს და კორონავირუსის მქონე პირთან კონტაქტით დაინფიცირდა.

ვირუსზე აქ ჯამში 17 პაციენტი მკურნალობს. მათ შორისაა ქუთაისის 32-ე სკოლის თანამშრომელი, რომელმაც სამედიცინო დაწესებულება გუშინ ვირუსის სიმპტომებით თავად მიაკითხა.

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსი 73-მა პაციენტმა დაამარცხა.

დღეს, საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1830 გახდა.

ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ფეისბუქ გვერდზე განახლდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 1334-ს შეადგენს.

ქვეყანაში ამ დროისთის კორონავისურის 1773 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 1325 გამოჯანმრთელდა, 19 პაციენტი კი კორონავირუსის დიაგნოზით გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


ავტორი: ანა ჯიქია

Print