ახალი ამბები
საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის პროტოკოლი შემუშავდა
FaceBook
ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტრომ და შრომის ინსპექციის დეპარტამენტმა უნივერსიტეტებისთვის და საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის პროტოკოლი შეიმუშავა.
პროტოკოლში აღნიშნულია, რომ ყველას უნდა ჩაუტარდეს თერმოსკრინინგი, ასევე აუცილებელ მოთხოვნათ პირბადის ტარება რჩება და სოციალური დისტანცია.

პროტოკოლის მიხედვით ასევე განისაზღვრა ერთ მაგიდაზე დასაშვებ პირთა რაოდენობა. კაფეტერიაში მხოლოდ 6 პირი განთავსდება მაგიდასთან.

საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოეწყობა საიზოლაციო ოთახი, სადაც საეჭვო სიპტომის მქონე პირებს გადაიყვანენ.

პროტოკოლის მიხედვით, უნდა განისაზღვროს სტუდენტების დასაშვები რაოდენობა და სალექციო საათები.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის ინფრასტრუქტურა აუდიტორიაში 1-მეტრიანი დისტანციის დაცვის საშუალებას არ იძლევა, გამონაკლისის სახით შესაძლებელია უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო კურსების თეორიული ნაწილის დისტანციურად წარმართვა.

დისტანციური სწავლების ფორმატი გავრცელდება იმ სტუდენტებზეც, რომლებიც იზოლაციაში/კარანტინში იმყოფებიან.



Print