კორონავირუსი
44 ინფიცირებული - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
FaceBook
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 10-ით გაიზარდა.
კორონავირუსის ახალი შემთხვევიდან  უმეტესი ნაწილი აჭარაში გამოვლინდა. ინფიცირებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

კოვიდ დადებითი პაციენტების რაოდენობა 3-ით გაიზარდა ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. ამ დროისთვის კლინიკაში 14 პაციენტი მკურნალობს.

ქვეყანაში ამ დროისთის კორონავისურის 1773 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 1325 გამოჯანმრთელდა, 19 პაციენტი კი კორონავირუსის დიაგნოზით გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


Print