ახალი ამბები
ქუთაისში კორონავირუსი ერთი ოჯახის სამ წევრს დაუდასტურდა
FaceBook
ქუთაისში, ახალ ინფექციურ საავადმყოფოში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა.
ინფიცირებულები ერთო ოჯახის წევრები, ბებია, შვილი და შვილიშვილი არიან. მათ სამედიცინო დაწესებულებას თვითდინებით მიმართეს.

კლინიკაშვი ვირუსზე ამჟამად 14 პაციენტი მკურნალობს.  გამოჯანმრთელებულებს დღეს 6 პაციენტი დაემატა და ჯამში ქუთაისის ინფექციურში ვირუსი 73-მა პაციენტმა დაამარცხა. 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


ავტორი: ანა ჯიქია
Print