ახალი ამბები
დღეს, ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ექვსი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს
FaceBook
დღეს, ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოს 6 გამოჯანმრთელბული პაციენტი დატოვებს.

გამოჯანმრთელებულებს შორის 3 ბავშვია.  კლინიკაში COVID-19-ზე მკურნალობას 11 პაციენტი აგრძელებს. ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 73-ს შეადგენს.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


ავტორი: ანა ჯიქია
Print