ახალი ამბები
იმერეთში COVID-19-ის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა ქუთაისსა და წყალტუბოში დაფიქსიდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის, გოჩა გიორგიძის თქმით, ერთი პაციენტი ქუთაისის მცხოვრების შემთხვევა აჭარის კლასტერს უკავშირდება, მეორე კი წყალტუბოს საკარანტინე ზონიდან არის.

,,ქუთაისში დაფიქსირებული ვირუსით პაციენტი გადაყვანილია კლინიკაში. მიმდინარეობს მისი კონტაქტების კვლევა და დაკავშირებულია აჭარის რეგიონის კლასტერთან. წყალტუბოს საკარანტინე ზონიდან პაციენტს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს. გეგმიური ტესტირებისას დაუფიქსირდა დადებითი covid-19. ისიც იმყოფება ექიმების მეთქვალყურეობის ქვეშ."

კორონავირუსი დაუდასტურდა საჩხერეში მყოფ ერთ პირსაც. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის, ინფორმაციით პაციენტი საჩხერის სტაციონარშია მოთავსებული.

,,მიმდინარეობს კონტაქტების ჩაღმავებული ძიება და შესაძლოა დაკავშირებული იყოს ქვემო ქართლის ერთ-ერთ კლასტერთან."

დღეს, საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1729 გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 6 -ით გაიზარდა და - 1321-ს შეადგენს.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


ავტორი: ანა ჯიქია


Print