კორონავირუსი
დღეს, ქვეყანაში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
FaceBook
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა კი 6-ით მოიმატა.

ქვეყანაში სულ კორონავირუსის 1729 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 1321 გამოჯანმრთელდა, 19 პაციენტი კი კორონავირუსის დიაგნოზით გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6020 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 299.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

საქართველოში 45 ახალი კორონავისურის შემთხვევა რეკორდული მაჩვენებელია გასული 7 თვის განმავლობაში.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Print