კორონავირუსი
34 ინფიცირებული, 5 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა კი 5-ით მოიმატა.
ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული 1684 შემთხვევაა, აქედან 1325 გამოჯანმრთელდა, 19 პაციენტი კი ვირუსით გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6020 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 299.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1684 გახდა.  გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენონობა 5-ით გაიზარდა და ჯამში 1315 -ს შეადგენს.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


Print