ახალი ამბები
ქუთაისში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა
FaceBook
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი განიკურნა.
ვირუსზე უარყოფითი პასუხები დაუფიქსირდა საეჭვო სიმპტომების მქონე კიდევ 20 პირს, თუმცა, მათ განმეორებითი კვლევა უნდა ჩაუტარდეთ. 

ახალ ინფექციურ საავდმყოფოში მკურნალობას ამ დროისათვის 9 პაციენტი აგრძელებს.

ახალ ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19 სულ 67-მა ადამიანმა დაამარცხა.

დღეს,საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1621 გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 1302-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6144 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 292 ადამიანი იმყოფება. 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ავტორი: ანა ჯიქია

Print