კორონავირუსი
დღეს, ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ხუთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს
FaceBook
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 5 პაციენტი განიკურნა.
მათ დღეს გაწერენ. კლინიკაში ვირუსზე უარყოფითი პასუხი დაუფიქსრდა 37 ადამიანს, რომლებმაც სამედიცინო დაწესებულებას სხვადასხვა საეჭვო სიმპტომებით მიმართეს.

ამ დროისთვის ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფექციით კიდევ 10 პაციენტი რჩება. 

დღეს, საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1568 გახდა. ამის შესახებ ინფორმაციასა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 1279-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 6185 პირი.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ავტორი: ანა ჯიქია
Print