ახალი ამბები
ქუთაისის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ქალი შეიყვანეს
FaceBook

ქუთაისის  ახალ ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფექცით ერთი ადამიანი შეიყვანეს.

30 წლამდე ასაკის ქალი  აჭარაში იმყოფებოდა.


ამ ეტაპზე მისი კორონავირუსით დაინფიცირების წყარო უცნობია. ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტი მკურნალობს. 5 მათგანის განმეორებითი ტესტის პასუხებს დღის ბოლოსთვის ელოდებიან. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მათ გაწერენ.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოსი ჯამში 59 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში დღეს ახალი კოორნავირუსის 38 შემთხვევა დაფიქსირდა. 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.



ავტორი: ანა ჯიქია

Print