კორონავირუსი
საქართველოში კოვიდინფექციის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 10 - ით გაიზარდა.

ქვეყანაში კორონავირუსის 1370 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 1108 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6903 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
Print